18:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-18 15:10:02, 563 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - წელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით დაინერგა და მოქმედებს

ანაზღაურების დიაგნოზთან შეჭიდული - DRG მექანიზმი, უკვე არაერთი წელია, წარმატებით მუშაობს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.  ერთი წლის წინ, ამ ტრიბუნიდან განვაცხადე, რომ პროგრამა მხოლოდ რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში, პილოტურ რეჟიმში მუშაობდა. წელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით დაინერგა და მოქმედებს, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას  განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან, სამედიცინო სერვისებზე სტანდარტიზებული ფასები  განისაზღვრა, რომლებიც თანაბარია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯთეფექტურ, გეგმაზომიერ განკარგვაზე იმგვარად, რომ არ შეფერხებულიყო მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სერვისებზე და სამედიცინო დაწესებულებებს კვლავ მისცემოდათ განვითარების შესაძლებლობა.  შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოგვეხდინა სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მოდელის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც სამართლიან, გამჭვირვალე და ხარჯთეფექტურ მექანიზმებს ეყრდნობა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics