09:37 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 15:24:34, 892 ნახვა

პოლიტიკა
მორგოშია ფრენების აღდგენაზე - ქართველი ხალხის გამარჯვებაა და ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის

ქართველი ხალხის გამარჯვებაა და ჩვენ დიდი წვლილი მიგვიძღვის,- ასე ეხმაურება "ალტ-ინფოს" დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას.

მორგოშიას თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენით კოლოსალური შემოსავალი იქნება ტურიზმიდან, ბიზნესსექტორიდან, სხვადასხვა მიმართულებიდან და რაც მთავარია, ოჯახები ერთმანეთს დაუბრუნდებიან.

"ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა ცალსახად, უდიდეს ნაწილში [...] ძალიან დიდი, კოლოსალური შემოსავალი იქნება როგორც ტურიზმიდან, ასევე, ბიზნეს სექტორიდან, სხვადასხვა მიმართულებიდან და რაც მთავარია, ოჯახები ერთმანეთს დაუბრუნდებიან [...] ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის გამარჯვებაა და მათ შორის, ამაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის",- განაცხადა მორგოშიამ.

ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics