20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-16 13:30:57, 742 ნახვა

საზოგადოება
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საზოგადოების ინფორმირებისა და ახალგაზრდებში ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახორციელებს, მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართელოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის №41 საჯარო სკოლას ესტუმრა და შეხვედრა გამართა. მან მაღალი კლასების მოსწავლეებთან საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანებისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა.

„ასევე, ყურადღება გაამახვილა სამხედრო საქმის მნიშვნელობაზე. პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მოსწავლეებს პირადი გამოცდილებაც გაუზიარა და მოგვიანებით მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საჯარო სკოლების მოსწავლეებს ეტაპობრივად ხვდებიან და ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციასა და სიახლეებს პირადად აწვდიან.

პროექტი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics