14:39 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 17:26:41, 869 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ხაზს უსვამს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებას

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, რეკორდულია 2023 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა.

მისი განცხადებით, აპრილის თვის მონაცემებით, ექსპორტის, დაახლოებით, 20 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება და მისი მოცულობა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარამდეა, ხოლო პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა, დაახლოებით, 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 23.5 პროცენტიანი ზრდაა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საგარეო-სავაჭრო ბრუნვა - პირველი ოთხი თვის განმავლობაში მისმა მოცულობამ, დაახლოებით, 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია, მეორე მხრივ, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს მიერ სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებასთან და ასევე ხაზს უსვამს საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics