|
2023-05-14 13:53:23, 831 ნახვა
საზოგადოება
ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - არ მომეწონა, ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი
მე არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, სხვა გადაწყვეტილებას ველოდი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ამ ეტაპზე ანგარიში არაფერს არ გაეწია". "მე არ მომეწონა ეს გადაწყვეტილება, სხვა გადაწყვეტილებას ველოდი, ყველაფრის ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზელენსკის, სანდუსა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რეზოლუცია იმის შესახებ, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. არაფერს ანგარიში არ გაეწია ამ ეტაპზე. ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება. [მიხეილ სააკაშვილს] დარწმუნება, რომ უსათუოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, არასდროს არ ჰქონია. მე უფრო ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი",- განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)