21:48 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 16:39:36, 762 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს „ღვინის კლუბის ორგანიზებით“ გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა

ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) და ასოციაციის ,,ქალები ღვინის ინდუსტრიაში’’ (WIWI) მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას, ახალი ჯიშების გაცნობას, საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარებას. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ახალი ღვინის ფესტივალი“, ტრადიციულად, მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ფესტივალში 100 ღვინის კომპანია და 128 საოჯახო მარანი, ასევე ღვინის სექტორთან დაკავშირებული კომპანიები მონაწილეობდნენ, მათ შორის, როგორც უკვე ცნობილი, ასევე ახალი მარნები ახალი ღვინოებითა და კონცეფციებით. ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2022 წლის მოსავლის ღვინოები დააგენოვნებინეს.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ გახსნეს. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. 

„ახალი ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდის, ასევე, ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. მეღვინეობის დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებით და პროგრამებით  ახორციელებს“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან ტარდება და მისი მასშტაბი ყოველ წელს  იზრდება. ტრადიციულად, ახალი ღვინის ფესტივალს, მწარმოებლების გარდა, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და ღვინის მწერლები სტუმრობენ, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის გეგმავენ ვიზიტს საქართველოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics