21:48 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 10:55:00, 692 ნახვა

საზოგადოება
სტუდენტური პარლამენტის წევრები ვაზიანში იმყოფებოდნენ

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, სტუდენტური პარლამენტის წევრები საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალგაზრდებთან ერთად სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. სტუმრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ. 

"მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სტუდენტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქვედანაყოფის ისტორია, ძალთა სტრუქტურა, ამოცანები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს თავდაცვის კოდექსის პროექტი წარუდგინა და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი შეიარაღება დაათვალიერეს, სიმულაციურ ცენტრს ესტუმრნენ და ბრიგადის სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილეს. 

ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს",- ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics