|
2023-05-11 16:02:12, 909 ნახვა
საზოგადოება
შეიძინე Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთი სწრაფად და მარტივად
TKT.GE-ს და Super app-ს სასიამოვნო სიახლე აქვთ მათთვის, ვინც საქართველოში ვარსკვლავთცვენას მოუთმენლად ელოდება! Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს TNET-ის Super app-ის მეშვეობით სულ რამდენიმე წუთში შეიძენთ. ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი Imagine Dragons თბილისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 31 აგვისტოს ეწვევა. მილიონობით გაყიდული ალბომისა და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons ნამდვილი სუპერვარსკვლავების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით. ბილეთის Super App-იდან შესაძენად, საჭიროა:
აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ასევე Android სისტემებისთვის. გადმოწერე Super App-ი და შეიძინე ბილეთი სწრაფად და მარტივად: bit.ly/superapp-tnet Starring Georgia ორწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება. Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები "თიბისი" და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში "თიბისის" ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)