00:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 09:58:07, 1244 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს.

„PMC Wagner არის რუსული კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც დააარსა ევგენი პრიგოჟინმა 2014 წელს. PMC მებრძოლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ უკრაინის კონფლიქტში, რაც არაერთხელ დაადასტურა, როგორც პრიგოჟინმა, ისე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

რუსეთში დაქირავებული საქმიანობა აკრძალულია კანონით: სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას (სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლი), პირის დაქირავება, მომზადება, დაფინანსება. ასევე მისი გამოყენება შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებებში - 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთში PMC-ების სფეროს მარეგულირებელი სხვა კანონები არ არსებობს”,- აღნიშნულია რეზოლუციაში.

როგორც, ფრანგმა დეპუტატმა, ბენჯამინ ჰადადმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ვაგნერის“ წევრები არასტაბილურობას და ძალადობას ავრცელებენ. ხოცავენ, აწამებენ, ძარცვავენ, აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით.

„სადაც არ უნდა მუშაობდნენ, „ვაგნერის“ წევრები ავრცელებენ არასტაბილურობასა და ძალადობას. ისინი კლავენ და აწამებენ. ისინი ხოცავენ და ძარცვავენ. ისინი აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით.

ეს რეზოლუცია და მისი ევროპული ფარგლები მიზნად ისახავს „ვაგნერის“ წინააღმდეგ სამართლებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას. მისი ევროკავშირის სიაში დამატებას ექნება გავლენა ყველა დაინტერესებულ მხარეზე, ბანკებზე, რომლებიც მის საქმიანობას შესაძლებელს ხდის", - განაცხადა ჰადადმა.

ცნობისათვის, გუშინ გამოცემა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ოფიციალურად შეიყვანოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics