21:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 16:21:50, 1242 ნახვა

რეგიონი
ქედაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა, ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაბა ქედის და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის გმირთა მემორიალური დაფა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მეორე მსოფლიო ომში ქედიდან, 800-მდე ადამიანი იბრძოდა, რომელთა უმრავლესობა უკან არ დაბრუნებულა.

„ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავთნ დაკავშირებით კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,ელესა"-მ  შასრულა საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები.

ღონისძიება ქედის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ქედის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics