20:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 09:29:44, 640 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კრამონზე - არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. 

მისივე განმარტებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს ანტიდასავლურ განწყობას. 

„დღეს მე რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურებაა. შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის, ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამის გატარებას და ამაში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ? - ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში. ეს კამპანია არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს კალაძე, „ქართული ოცნება“ აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებს. მათ, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკება, ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ  კავშირი არ გააჩნიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics