07:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 17:09:19, 879 ნახვა

საზოგადოება
ქალი, რომელზეც შვილიშვილმა სექსუალურად იძალადა, გარდაცვლილი ნახეს

ქალი, რომელზეც სექსუალურ ძალადობაში შვილიშვილია ბრალდებული, გარდაცვლილი ნახეს.

არსებული ინფორმაციით, 77 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი დღეს დილით, შვილმა იპოვა.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბებიაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 26 წლის კაცი 22 აპრილს დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობითვე, ბრალდებული ბებიაზე სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა, მოკვლით ემუქრებოდა და საძინებელში კეტავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics