|
2023-04-28 16:00:23, 802 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს შეხვდა
საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრეს ლევან დავითაშვილმა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და სავალუტო ფონდის მისიის წევრები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა სავალუტო ფონდის მისიას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების კუთხით. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აგრძელებს აქტიურ მუშაობას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერების, ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესებისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით, მათ შორის აღსანიშნავია სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი სახელმწიფო საწარმოების და სხვა მაკროეკონომიკური რეფორმები. "შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმები და ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის და ეფექტიანობის ზრდას, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებას, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და შესაბამისად, პოზიტიურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მათ შორის, საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს და იმ განახლებადი ენერგიის ობიექტებს, რომელთა განვითარებაც მთავრობის მიერ სავალუტო ფონდთან შეთანხმებული განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში განხორციელდება. მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის სხვადასხვა საკითხები და ხაზი გაუსვეს კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატულ მაღალ აქტივობას, რაც განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას სავალუტო ფონდთან პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი რეფორმების განხორციელების და ზოგადად, პროგრამის წარმატებით გაგრძელების მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)