|
2023-04-28 10:43:03, 1507 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 23 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 21 ჩამოაგდეს
რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას 04:00 საათზე შეუტიეს კასპიის ზღვის ტერიტორიიდან განლაგებული Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. ზალუჟნის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, 23 რუსული ფრთოსანი რაკეტიდან 21 ჩამოაგდეს. "რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას 04:00 საათზე შეუტიეს კასპიის ზღვის ტერიტორიიდან განლაგებული Tu-95 სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით. უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფების საჰაერო თავდაცვის ძალებთან ერთად გაანადგურეს 23 Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტიდან 21 და ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი",- წერს ზალუჟნი. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ჩერკასის რაიონში, უმანში რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. თავდასხმა მოხდა ასევე ქალაქ დნიპროზე, რომლის დაბომბვასაც ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)