21:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 10:59:38, 1403 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ნიკოლაივზე - რუსეთი არასდროს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა

ოკუპანტი ქვეყანა არასდროს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ამ ომის მთავარი მიზანი ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ნიკოლაივის დაბომბვას.

როგორც სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა იპოვის ყველა დამნაშავეს და ისინი პასუხს აგებენ.

"დამპყრობელი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის ტერორი, უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება. ღამით რუსეთმა ნიკოლაიევი შავი ზღვიდან გაშვებული რაკეტებით დაბომბა. მაღალი სიზუსტის იარაღი მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მაღალსართულიანი შენობისკენ. ცნობილია 1 დაღუპულისა და 23 დაჭრილის შესახებ", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოკადრებიც, რომელშიც ნიკოლაივში ამ დროისთვის არსებული ვითარებაა ასახული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics