12:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 17:15:40, 895 ნახვა

საზოგადოება
იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროპლაზიის,  მართვის მექანიზმების ერთიან მიდგომასა და შესაბამისი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საბჭოს წევრებმა, იშვიათი დაავადებების  მართვის საკითხებზე, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების მექანიზმებზე და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობაზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდთან” დაკავშირებით, აღინიშნა, რომ არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. ექიმებმა აღნიშნეს, რომ პრეპარატი არცერთი სხვა ქვეყნის, პროტოკოლში არ არის შეყვანილი, რაც ქართული პროტოკოლის შექმნისას, ამ კუთხით, გამოწვევას წარმოადგენს.

საბჭოს წევრებმა, აღნიშნეს, რომ  მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, შეფასდეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების საჭიროებები და გადაწყვეტილებაც შესაბამისად იქნას მიღებული. სპეციალისტების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული წამლის შესახებ ზოგ შემთხვევაში, გადაჭარბებული მოლოდინებია და უფრო მნიშვნელოვანია აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობა.

შეხვედრაზე, სამინისტრომ, კიდევ ერთხელ ცალსახად და მკაფიოდ დააფიქსირა პირობა, დააფინანსოს/დააორგანიზოს ამ დიაგნოზით ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურები როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics