14:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 11:25:02, 1029 ნახვა

საზოგადოება
პროკურორებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ'' საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურორები გორის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვედნენ.

გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე, პროკურორებმა სტუდენტებს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და „კანონიერი ქურდობის" დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის და ევროპული სასამართლოს მიდგომის შესახებ ისაუბრეს და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

"დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და პროკურორებისგან მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საინფორმაციო კამპანია - „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა" პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics