2023-04-25 12:23:01, 1874 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - აპრილში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა
ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, აპრილში, წინა თვეებთან შედარებით, რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად შემცირდა. დაზვერვის ინფორმაციით, დანაკარგის შემცირება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების თავდაცვაზე გადასვლამ გამოიწვია.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მიმდინარე წლის აპრილში, რუსების ყოველდღიური დანაკარგები, დაახლოებით, 30%-ით შემცირდა - განსაკუთრებულად მძიმე მსხვერპლი კი, იანვარ-მარტში დაფიქსირდა.
ბრიტანული დაზვერვა დასკვნას უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს და წერს, რომ მარტში რუსების საშუალო დღიური დანაკარგი 776 სამხედრო პერსონალს წარმოადგენდა, აპრილში კი ეს რიცხვი 568-მდე შემცირდა.
„დაზვერვა ვერ ამოწმებს უკრაინის მიერ გამოყენებულ კონკრეტულ მეთოდოლოგიას, მაგრამ ზოგადი ტენდენცია, სავარაუდოდ, ზუსტია", - ნათქვამია მიმოხილვაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,