2023-04-25 10:35:00, 1410 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს - არიან დაშავებულები [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე წერს.
ერმაკის განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებიან, თუმცა უკვე ცნობილია 5-ზე მეტი დაჭრილის შესახებ.
"რუსებმა S-300-ით დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის ცენტრი. ჭურვი მუზეუმს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან, უკვე ცნობილია 5-ზე მეტი დაჭრილის შესახებ",- წერს ერმაკი.
ამასთან, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ნანგრევების ქვეშ სულ მცირე 2 ადამიანია მოყოლილი.
"ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური. მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება",- განაცხადა სინუბეგოვმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,