|
2023-04-25 10:02:36, 784 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივები განიხილა
იუსტციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უწყების ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. უწყების ცნობით, საუბარო შეეხო ისეთ პროექტებს, როგორიცაა: ელექტრონული პლატფორმის შექმნა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისათვის; ნოვაციები სერვისების მიწოდების სფეროში - მობილური იუსტიციის სახლი, სერვისების ციფრული საშუალებებით მიწოდება; აგრეთვე ონლაინ უნივერსიტეტის ამოქმედება, სპორტის მართვის სისტემის დანერგვა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტები პენიტენციურ სისტემაში. "იუსტიციის მინისტრმა ელჩთან შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივებიც გამოთქვა. მათ შორისაა: ქართულ-ფრანგული სამართლებრივი ფორუმის გამართვა, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომელთა გადამზადების, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება. იუსტიციის მინისტრისა და საფრანგეთის ელჩის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)