|
2023-04-24 19:33:48, 999 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - კრწანისის რაიონში შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება
თბილისს შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება - N108 ბაგა-ბაღი კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე შენდება. პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან, კრწანისის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო. ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტით, მათ შორის კვების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. შენობა ადაპტირდება შშმ პირთათვის, გამწვანდება ეზო და განთავსდება სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს. დასაქმდება 50-მდე მოქალაქე. პროექტის ღირებულება 4 450 000 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)