|
2023-04-24 16:34:31, 967 ნახვა
საზოგადოება
გაბუნია - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, არის ახალი კანონმდებლობა ტრანსპლანტაციის სერვისისთვის
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა გამოტანილი და დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, არის ახალი კანონმდებლობა ტრანსპლანტაციის სერვისისთვის, ორგანოთა გადანერგვის და ასევე ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვისთვის“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და უახლოეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება. „დღეს არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება 1 მილიონ მოსახლეზე, რაც ქმნის მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას, იმისთვის რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება, როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაცია და სხვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)