06:46 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 12:41:34, 934 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა

ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივაა,-  ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჰელსინკის კომისია პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს მანდატი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედიის თავისუფლების დაცვასაც. 

"ჰელსინკის კომისია არის ძალიან პატივსაცემი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მანდატი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში, მათ შორის მედიის თავისუფლების დაცვასაც. ამ ორგანიზაციამ ნათლად განაცხადა, ისევე როგორც საელჩომ, რომ გვარამიას საქმე შეშფოთებას იწვევს, მათ შორის თავდაპირველი ბრალდებები, ამ ბრალდებების დროულობა და შემდგომ პატიმრობის მისჯა, ასე რომ, ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც საქართველოს მეგობარი და დემოკრატიული რეფორმების მხარდამჭერი იყო მრავალი წლის განმავლობაში, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ქალბატონი ზურაბიშვილის პრეროგატივაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს მიიღებს მხედველობაში",- განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, Foreign Policy-იმ გამოქავეყნა სტატია, სადაც კონგრესი საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

ორპარტიული ჰელსინკის კომისია, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის მიმდინარე ცივი ომის დროს, მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი შეწყალების უფლება ევროპული ინტეგრაციის მომხრე პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics