|
2023-04-24 09:13:37, 875 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყეს. ამჯერად მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქუჩების სისტემატური მორეცხვა განხორციელდება. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილეები გაეცნენ. „დღეს 15 მიწისქვეშა გადასასვლელი ირეცხება სპეციალური ხსნარებით. გამომდინარე იქიდან, რომ წვიმიან ამინდში ქუჩების მორეცხვის საჭიროება არ არის, მას შემდეგ შევასრულებთ ანალოგიურ სამუშაოს, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში გადავალთ გზების ინტენსიურ მორეცხვაზე. მსგავსი ტიპის სამუშაოები, თბილისის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა დირექტორის მოადგილე დავით გელოვანმა. მიწისქვეშა გადასასვლელების, გზების, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელების მორეცხვა გრაფიკის მიხედვით განხორციელდება. ქუჩები, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინტენსივობით მოირეცხება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)