|
2023-04-20 16:35:50, 599 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი პრიორიტეტია
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, სამრეწველო სექტორის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებაც. „ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა დეპუტატებს ახალი ინიციატივის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც სამინისტრო მთავრობას უახლოეს მომავალში წარუდგენს. საქმე ეხება ახალი ავტომობილების იმპორტის საკითხებს, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და მომდევნო წლიდან, განსაკუთრებით მოძველებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას. რა თქმა უნდა, ინტენსიურად გრძელდება საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)