19:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 15:21:51, 748 ნახვა

საზოგადოება
მეფუტკრეებს დარგობრივი ტრენინგები ჩაუტარდათ

მეფუტკრეებს  დარგობრივი  ტრენინგები  ჩაუტარდათ. სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, მეფუტკრეობის ტრენინგები სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით მეორედ ჩატარდა.

ქვეყნის მასშტაბით გამართულ 50-ზე მეტ ტრენინგს 1,000-ზე მეტი მეფუტკრე დაესწრო. 

"სწავლება საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების მიერ  შერჩეულმა  17-მა  მეფუტკრე ტრენერმა ჩაატარა. 

ტრენინგები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას საფუტკრეში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების შესახებ.

მეფუტკრეებმა  დეტალური ინფორმაცია მიიღეს საფუტკრეების რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების,  ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაციისა და  დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ", - ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics