21:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 12:53:42, 738 ნახვა

საზოგადოება
სამგორში, 108-ე სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის მიხედვით, სკვერი მოეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობამ, თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სკვერის მოწყობის  პროექტირება დაასრულა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სკოლის მოსწავლეებისა და პროექტანტების ერთობლივად შემუშავებული გეგმის პრეზენტაცია აღნიშნულ სკოლაში გაიმართა.

"ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე,  სკოლის ადმინისტრაცია და მოსწავლეები დაესწრნენ.

პროექტის მიხედვით, სკვერი მესამე მასივში, X კვარტალი, კორპუსი 23-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მეტრის ფართობზე  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, განათების სისტემა და ტერიტორია სრულად გამწვანდება.

აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შედეგად გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იქნებიან ჩართულნი", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics