|
2023-04-19 10:10:41, 765 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 108th China Food & Drinks Fair" გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 34 კომპანია მონაწილეობდა. პანდემიის შემდეგ, ეს იყო ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია ესწრებოდნენ. „პანდემიის შემდეგ, საქართველო დაბრუნდა ჩინეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენაზე. საქართველოს დელეგაცია იყო ერთადერთი სტუმარი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობდა გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. ქართულ სტენდზე წელს წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 34 კომპანია. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან იაქტიურა კერძო სექტორმა, მათი დიდი სურვილი იყო გამოფენაში მონაწილეობა. ისევე როგორც ყველა სხვა მარკეტინგული ღონისძიება, გამოფენაში „The 108th China Food & Drinks Fair" მონაწილეობა ქართული ღვინის ცნობადობას და გაყიდვებს ჩინეთის სტრატეგიულ ბაზარზე კიდევ უფრო გაზრდის", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ლევან მეხუზლა ადგილობრივი ხელისუფლების, კომერციული კომპანიებისა და „ქართული ღვინის სახლების" წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პოტენციალი და მარკეტინგული აქტივობების საკითხები განიხილეს. გამოფენა „The China Food & Drinks Fair" ჩინეთში 1955 წლიდან ტარდება და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოფენად ითვლება ჩინეთში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით ღვინის მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე. გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)