23:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 16:40:54, 1379 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ჩინეთმა უნდა გამოიყენოს რუსეთზე გავლენა, რათა დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის ცივი ომი ავიცილოთ

ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთზე თავის გავლენას არ გამოიყენებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთმა რუსეთს უნდა აიძულოს, რომ გაიყვანოს ჯარები უკრაინაიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული ახალი ცივი ომი დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის.

"ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ნორმალურად ვერ განვითარდება, თუ ჩინეთი რუსეთზე თავის გავლენას არ გამოიყენებს, რათა აიძულოს ის, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს ომი.

ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და გავაგრძელებთ საუბარს. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა ავიცილოთ ახალი ცივი ომი დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთს შორის", - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც 13-დან 15 აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო გადადო, როგორც თავად აღნიშნავს, ვიზიტის გადადების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირება გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics