01:20 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 13:47:46, 1490 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - როგორც კი დასრულდება დასავლური დაფინანსება, უკრაინაც დასრულდება

დასავლური დაფინანსება როგორც კი დასრულდება, უკრაინა თავადაც დასრულდება,- ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას.

მედვედევის თქმით, აღნიშნული განცხადება პატივისცემას იმსახურებს.

"ძალიან კარგია. ევროპელი პოლიტიკოსისთვის თამამად და ზუსტად ნათქვამია. შეიძლება მხოლოდ დავამატო, რომ როგორც კი დასავლური დაფინანსება დასრულდება, თავად უკრაინა დასრულდება". - განაცხადა მედვედევმა.

ცნობისთვის, მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ომი დაუყოვნებლივ დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics