|
2023-04-13 12:05:41, 815 ნახვა
საზოგადოება
დაშტაფას ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის 500-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება
ქვემო ქართლში, სოფელ დაშტაფას ტერიტორიაზე, ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისგან მაგისტრალური არხის 500-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. საქართველოს მელიორაციის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეფერხების გარეშე მოხდება, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში, 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. "საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება. ამ ეტაპზე, საქართველოს მელიორაცია ქვემო ქართლის რეგიონში 15 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რის შედეგადაც, დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, 900 ჰექტარზე კი, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება", - ნათქვამია საქართველოს მელიორაციის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)