|
2023-04-12 12:55:10, 1477 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლში კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს
სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, შიდა ქართლში, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და FAO-ს წარმომადგენლებთან ერთად, სანერგეების ინსპექტირებას ახორციელებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კვალიფიციური სანერგე მეურნეობა ვალდებულია უზრუნველყოს ჰიგიენური და სატრანსპორტო მოთხოვნების დაცვა, გასამრავლებელი მასალის მიკვლევადობა, როგორც სანერგე მეურნეობაში, ასევე სანერგე მეურნეობის გარეთ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე არ ახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას რეესტრიდან იღებს. სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. სერტიფიცირების სისტემა ბაზარს ხარისხიანი თესლითა და სარგავი მასალით უზრუნველყოფს, რაც იმპორტირებული მასალის ჩანაცვლებას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მომხმარებელს კი, არაკეთილსინდისიერი მწარმოებლისგან დაიცავს. სანერგე მეურნეობებისთვის ხარისხის სისტემა, რომელიც დღეს ნებაყოფლობითია, 2024 წლისთვის სავალდებულო გახდება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)