|
2023-04-12 11:16:30, 963 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დელეგაცია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სფეროში პორტუგალიის გამოცდილებას გაეცნო
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, კარეგერიას ციხეში იმყოფებოდა. მინისტრმა დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნო და შეხვედრა გამართა პენიტენციური სისტემის გენერალურ დირექტორ რუი აბრუნჰოსა გონსალვესთან. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა; სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციის, დასაქმების, საგანმანათლებლო პროგრამების და სპორტული აქტივობების ხელმისაწვდომობადა სხვ. "ქართულმა დელეგაციამ დეტალური ინფორმაცია მიიღო პორტუგალიის პენიტენციურ სისტემაში მოქმედი პროექტების შესახებ და პორტუგალიურ მხარეს ქართული ინოვაციები – „რე-მარკეტი" და „ციფრული უნივერსიტეტი" გააცნო. რატი ბრეგაძემ რუი აბრუნჰოსა გონსალვესი საქართველოში ევროპული ტიპის პენიტენციური დაწესებულების – ლაითურის ციხის გახსნაზე მოიწვია. მხარეები თანამშრომლებისათვის ერთობლივი ტრენინგების ორგანიზებაზეც შეთანხმდნენ. საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სასჯელაღსრულებისა და დანაშაულის პრევენციის სფეროებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას უწყება მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)