|
2023-04-12 10:41:21, 870 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მეურნეობის სამინისტრო ავცრელებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, 240 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მილსადენი ახლით შეიცვალა, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგებას და საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (ფცა, თამარაშენი, მოხისი, შაქშაქეთი, წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბრეთი, რუისი, ურბინისი) 3800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შეფერხების გარეშე მოირწყვება. "პროექტის ღირებულებამ 1.1 მლნ ლარი შეადგინა. შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)