|
2023-04-11 16:17:37, 1432 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
კასპის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. საბავშვო ბაღები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალი პროგრამის ფარგლებში აშენდება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სოფელ ფერმაში დაგეგმილია 50, სოფელ ოკამში 75, ლამისყანაში, მეტეხში, ახალციხეში, ქვემო გომში, თვალადსა და ახალქალაქში 100 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აშენება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები უკვე გამოაცხადა, ფერმის საბავშვო ბაღზე კი პრეტენდეტის შერჩევა შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი ითვალისწინებს მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და დეტალური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)