|
2023-04-09 12:57:35, 1411 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა [ვიდეო]
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლებით დააჯილდოვა. მახარაძეს მედალი საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისა და საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის, ხოლო ნანა მალაშხიას საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის გადაეცა.
"ეს არ არის პერსონალური ჯილდო, ეს ეძღვნება 9 აპრილის ქალებს; ეძღვნება ყველა იმ ქალს, რომელიც ამ და სხვა პერიოდში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის. ეს ორი - ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია არიან ამის სახე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე. პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ქართველი ხალხის ყველა ბრძოლის მემორიალად გადაკეთდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)