12:35 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-09 11:54:45, 781 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - 9 აპრილი და ჩვენი ისტორია გვავალდებულებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა არავის დავუთმოთ

9 აპრილი და მთელი ჩვენი ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის არ დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ გააგებინა ყველას და უთხრა საკუთარ თავს პირველ რიგში, რომ საბჭოთა რუსეთის რეპრესიებისა და უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო ყოველთვის მოწადინებული იყო, ყოფილიყო თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა. 

„დღეს ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია იმ ამოცანისთვის, რასაც ადამიანებმა ამ ადგილას თავი შესწირეს. ეს დღე და მთლინად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს, რომ არავის არ დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება“, - ამბობს ბოკერია.

დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics