|
2023-04-06 15:43:19, 825 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სანქციებზე - იმედია, წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება
ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. ნინო ქადაგიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას "უმძიმესი ბრალდებები" უწოდა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავოს. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტაენტის მდივნის მიერ გუშინ ჩემი კოლეგების მიმართ გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები. მე მაქსიმალურად მინდა ვიყო მშვიდი და კორექტული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარმოდგენილი იქნება ან შესაბამისი მტკიცებულებები ან საკითხი გადაიხედება კიდევ ერთხელ დეპარტამენტის მიერ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის სურვილი მაქვს და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ. რამეთუ, ეს განცხადებები სასამართლოში იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას და მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და საბჭოს თავმჯდომარემ, მინდა ჩემს კოლეგებს მაქსიმალურად მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ასევე, ვთხოვო საზოგადოებას, რომ ნუ გამოიტანენ ჯერჯერობით ნაადრევ დასკვნებს. კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ბევრი რამე გაირკვევა და იმ კითხვებზე, რომლებზეც პასუხი არ არის გაცემული, გაიცემა პასუხები და მე ამ პასუხებს მივიღებ", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)