14:58 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 08:56:48, 781 ნახვა

პოლიტიკა
არახამია მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის

ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის,- ასე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის ხმის" თავმჯდომარე, დავით არახამია აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებას.

არახამიას თქმით, უკრაინამ აშშ-ის ინფორმაცია მიაწოდა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. 

„ბოლო გაფრთხილება ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს აშშ-დან.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. პირველად ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა.

ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო კონტროლით ყველა წითელ ხაზს კვეთს. არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს ცუდად დამთავრდებოდა. მათ ვერ გაიგეს პირველად, კარგი, რა გაეწყობა, იმედია, ახლა მიხვდებიან.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გადავეცით ინფორმაცია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის შესახებ, რომლებიც საკუთარი სტრუქტურების გამოყენებით, რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. 
ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებითაც უნდა ველოდეთ სიახლეებს“,- წერს არახამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics