14:56 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 01:47:26, 1327 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - გავაგრძელებთ იმ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან

ნატო გააგრძელებს იმ პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს აღარ შეეძლება ევროპის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა. შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერასაც, რომლებიც რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics