14:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 23:27:34, 852 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკინი - გავაგრძელებთ იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას

გავაგრძელებთ იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ამის შესახებ, აშშ-ს  სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკინმა განაცხადა. 

„ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად” - აცხადებს ენტონი ბლინკენის.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics