16:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-31 14:15:06, 1123 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილს - დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით ახალ ტალღას

დღეს, ჩვენ საქართველოს პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა, წინა დღეებშიც ამის მოლოდინი დავაფიქსირეთ,- ასე შეაფასა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება, რომლითაც ის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე წარსდგა.

როგორც მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი გამოსვლით პოლარიზაცია გააღრმავა.

"ერთი კითხვა მაქვს - 2008 წელთან დაკავშირებით იგივე პოზიცია გაქვთ დღესაც? თქვენ ბრძანებდით 2018-ში, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი - აქ შეგიძლიათ კონსპირაციის კონტექსტში რაე გვითხრათ?... როდესაც ჩვენ ვიცით "ნაცმოძრაობის" კონკრეტული მიზნები იმასთან დაკავშირებით, რომ არის მათი მიზანი პოლარიზაცია. არავის სჯერა, რომ პოლარიზაცია არ იყოს მათი მიზანი. დღეს თქვენ გააღრმავეთ პოლარიზაცია, სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას... ვინც თქვენ ხმა მოგცათ, მათ პოზიციებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დღევანდელი თქვენი პოზიცია და ეთანხმება მათ პოზიციებს, ვინც მოღალატეს გეძახდათ რამდენიმე წლის წინ", - მიმართა მდინარაძემ ზურაბიშვილს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics