12:07 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 14:29:31, 972 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ ავჭალაში, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ავჭალაში, ივანე კაჭარავას ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული ტერიტორია დაასუფთავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორი გიორგი მარუქაშვილი გაეცნენ.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქართველოს რკინიგზასთან“ და ხშირად ერთობლივად ვგეგმავთ დასუფთავების ღონისძიებებს. ამ ადგილის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდის მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია არ არის ჩვენი კომპანიის მოვლა-პატრონობაში, გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და სრულად გავწმინდეთ ლიანდაგების მიმდებარედ არსებული მონაკვეთი“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მსგავსი ღონისძიებების სახით მომავალშიც გააგრძელებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზე არსებული ტერიტორიების დასუფთავებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics