19:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 18:10:03, 790 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ნორვეგიის ელჩის დაბარებაზე - სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია

რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორვეგიის ელჩის ჰელენ სანდ ანდერსის დაბარების საკითხს.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ნორვეგიის სრულუფლებიან ელჩთან ჰელენ სანდ ანდერსენთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც  ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის ჯილდოს გადაცემასა და ამასთან დაკავშირებით ნორვეგიის ელჩის გაკეთებულ კომენტარს ეხებოდა. 

"რაც შეეხება ელჩის დაბარებას, სწორია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დემარში განსახორციელებელია და ეს გარკვეული პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით უნდა წაუყენო, თუმცა წინასწარვე ვიცით, რომ ელჩის განცხადება იქნება ისეთი, როგორიც მოსალოდნელია, რომ იყოს სხვა სტრუქტურებიდან მიღებული განცხადებებიც, რომ ეს არ გამოხატავს ნორვეგიის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics