19:01 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 23:01:31, 851 ნახვა

პოლიტიკა
„კანონის შეჩერება სწორია“ - ისრაელის პრეზიდენტი სადავო სასამართლო რეფორმის განხილვის შეჩერებაზე

კანონის შეჩერება სწორია. ეს არის დრო, რომ დაიწყოს გულწრფელი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი დისკუსია, - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სადავო სასამართლო რეფორმის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილებას. 

მისივე თქმით, კანონის შეჩერების გადაწყვეტილება დაამშვიდებს აღელვებულ საზოგადოებას, რის შემდგომაც უნდა მოხდეს შეთანხმება, რომლის მიზანიც ისრაელის ღრმა კრიზისისგან ისრაელის გადარჩენა იქნება.

„კანონის შეჩერება სწორია. ეს არის დრო, რომ დაიწყოს გულწრფელი, სერიოზული და პასუხისმგებლიანი დისკუსია, რომელიც სწრაფად დაამშვიდებს განწყობებს და ჩააქრობს ცეცხლს. ჩვენ უნდა გადავრჩეთ, როგორც ერთი სახელმწიფო – ებრაული და დემოკრატიული“, - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ ისააკ ჰერცოგმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, საკანონმდებლო პროცესის შეწყვეტისკენ, რამაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა და პროტესტი გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics