|
2023-03-26 13:38:22, 1723 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყებამ ომში დაღუპული გმირების შვილებს ბაკურიანში უმასპინძლა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების ოჯახებზე ზრუნვა და მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა 4 დღის განმავლობაში დაბა ბაკურიანში დაისვენეს. სამთო-სათხილამურო კლუბი „იქსტრიმის“ დახმარებით, 14-17 წლის ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებმა სპორტული, გასართობი, კულტურული და შემეცნებითი აქტივობები განახორციელეს. პროექტის დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების შვილები სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ლაბაძემ მოინახულა.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)