19:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 22:15:40, 972 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს, ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის და სიმონიანის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მეორე ფრონტზე საუბარი არ არის რეალობასთან ახლოს, ვინაიდან დასავლელი პარტნიორების მიზანი არ არის საქართველოს ომში ჩართვა, რადგან კიდევ დამატებით ზედმეტი დესტაბილიზაციის სურვილი არავის არ აქვს.

"გარკვეული სიფრთხილე მესმის. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, არასდროს ვიყავი მომხრე, არც სააკაშვილის დროს, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, არც მერე ოპოზიციაში და არც დღეს ტყუილად რაღაც ლანძღვის და შეურაცხყოფის მიყენების. მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული, ვართ ქვეყანა, სადაც არავინ არ ამზადებს მეორე ფრონტს და ეს არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი და ლავროვის, სიმონიანის და ყველას სახელები არ ვიცი. ეს ხომ უნდა იყოს ყველასთვის ძალიან გასაკვირი. რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენ გვიწვევდნენ რამე ომში. არავის აქვს სურვილი, რომ კიდევ ზედმეტი დესტაბილიზაცია სადმე იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics