16:14 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 16:16:02, 672 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ჩარგალეთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჩარგალეთის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 

მათივე ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების შედეგად კი, 2 050 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგება. 

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.  

"ჩარგალეთის ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ასეთი ქუჩების მოწესრიგება და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. 

საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან  190 000 ლარი გამოიყო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics