11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-24 08:53:19, 917 ნახვა

მსოფლიო
პოდოლიაკი - ზელენსკისა და სი ძინპინს შორის საუბარი იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს შორის საუბარი იგეგმება.

პოდოლიაკის თქმით, სახელმწიფოს მეთაურებს შორის საუბრის ორგანიზებაში პრეზიდენტის ოფისი და საგარეო საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულნი.    

"ორგანიზაციულად ამით პრეზიდენტის ოფისიც და საგარეო საქმეთა სამინისტროს არიან დაკავებულები - ერმაკიც და კულებაც. პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, დღეს ომის არასწორი დასრულების შედეგების ახსნა პრაქტიკულად არავის შეუძლია, რადგან პრეზიდენტი ძალიან მკაფიო აქცენტებს აკეთებს როგორც ჩვენს მოკავშირეებთან, ასევე ნეიტრალურ ქვეყნებთანაც" - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე კვირაში ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა. ჩინეთის ლიდერის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომს უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვს პირველად ესტუმრა. ის ასევე, პირველი ლიდერი იყო, რომელიც ვლადიმერ პუტინს ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics