11:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 10:22:03, 851 ნახვა

მსოფლიო
კარიმ ხანი - რუსეთის ფედერაცია ბავშვებს, როგორც ომის ნადავლს, ისე ექცევა

რუსეთის ფედერაცია ბავშვებს, როგორც ომის ნადავლს, ისე ექცევა,- ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა.

მისი თქმით, ბავშვები არ არიან ქვეყნის საკუთრება და არც ომის ნადავლი.

„თქვენ უნდა იზრუნოთ მათზე. თუ უსაფრთხოდ არ არიან, უნდა გადაიყვანოთ უკრაინის უსაფრთხო ნაწილში. თუ ეს შეუძლებელია, ნეიტრალურ მესამე ქვეყანაში. რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის უბრალოდ დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში, მათ ხვდებიან უცნობები, რომლებიც მოულოდნელად მათი მშვილებლები ხდებიან. ბავშვები არ არიან საკუთრება და არც ომის ნადავლი“,- განაცხადა კარიმ ხანმა.

კარიმ ხანის თქმითვე, რუსეთი არ უარყოფს ჰააგის სასამართლოს ბრალდებებს, პირიქით "მათ საპატიო ნიშნად ატარებს".

„ბავშვები არ არიან ქვეყნის საკუთრება, რომელთა გადაყვანის ახსნაც პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნებით შეიძლება. ეს კანონით უნდა დარეგულირდეს და უნდა იყოს დაცული“,- დასძინა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას  დაკავების ორდერი გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics